პროექტის შესახებ

#

რა არის Allwine.ge?

- რჩეული ქართული ღვინოების ონლაინმაღაზია;
- ყველაფერი ღვინის შესახებ - საინფორმაციო მედიაპორტალი;
- სადეგუსტაციო კუთხეები თბილისსა და ბათუმში, სადაც შეგიძლიათ, უფასოდ დააგემოვნოთ და შეიძინოთ სასურველი ღვინო.


რით არის გამორჩეული Allwine.ge?

- ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ თითოეულ ღვინოს და მხოლოდ გამორჩეულებს ვათავსებთ Allwine.ge-ის ონლაინმაღაზიასა და სადეგუსტაციო კუთხეებში;
- ამ ღვინოების უმეტესობას ვერ ნახავთ ღვინის მაღაზიათა ქსელებში, სუპერმარკეტებსა თუ რესტორნებში, ვინაიდან ისინი შედარებით მცირე მარნების მიერ არის წარმოებული და მათი დისტრიბუცია დიდ სავაჭრო ქსელებში არ ხდება;
მიუხედავად იმისა, რომ Allwine.ge უცხოელი ტურისტებისთვისაც არის გათვლილი, ღვინის ფასები არ არის "ტურისტული" (გაბერილი).


რა არის Allwine.ge-ის მიზანი?

- ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობასა და უცხოელ სტუმრებს გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა, ტრადიცია, დავაგემოვნებინოთ ორიგინალური ჯიშის ყურძნისგან დაწურული რჩეული ღვინოები;
მივცეთ შესაძლებლობა უცხოელ - მოქალაქეებს, ინტერნეტით შეუკვეთონ და თავიანთ ქვეყანაში, საკუთარ სახლში მიიღონ რჩეული ქართული ღვინოები;
დავეხმაროთ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს, ბევრად ცნობადი და გაყიდვადი გახადონ საკუთარი პროდუქცია.